ვაჟა – მთის თუ ბარის შვილი?!
პროექტის მთავარი იდეა (თემა): ბავშვებს ვავალებ მოიძიონ ინფორმაცია ვაჟა ფშაველას შესახებ.
პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეეთა ცოდნის გაღრმავებას, უკეთ გაეცნონ ვაჟას ბიოგრაფიას და შემოქმედებას.
პროექტის მიზანი: გამოიმუშავოს ჯგუფში მუშაობის უნარი, კვლევა–ძიების და სინთეზური აზროვნების უნარი, ურთიერთანამრობლობის უნარი, სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის უნარი, მოახდინონ მოპოვებული მასალის საფუძველზე სხვისთვის შთაბეჭდილების გადაცემა.
მოსწავლეთა ასაკი: 9–10 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მათ მიერ მოპოვებულ მასალას. ეს იქნება ფოტო თუ ცალკე კომპიუტერში ან ბაბლიოთეკაში მოპოვებული ინფორმაცია, მოვახდენ წარმოდგენილი მასალის პრეზენტაციას, შთაბეჭდილებების გაზიარებას, ინფორმაციაზე დაყრდნობით ფოტოალბომის შექმნას, კედლის გაზეთის ,,ვაჟა და ბუნება“ გამოშვებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ინტერნეტი, საჭირო საბავშვო ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფებს ვაძლევ დავალებას:
I ჯგუფი – მოიპოვონ ფოტომასალა ვაჟას შესახებ.
II ჯგუფი _ მოიპოვონ ინფორმაცია ვაჟას ბიოგრაფიის შესახებ.
III ჯგუფი _ მოიპოვონ ინფორმაცია ვაჟას შემოქმედების შესახებ.
მოპოვებული ინფორმაციის საფუძვველზე მოვახდენ შეჯამებას და პრეზენტაციას.
შევადგენ ფოტოალბომს –– ,,ვაჟა“
გამოვუშვებ კედლის გაზეთს –– ,,ვაჟა და ბუნება“
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა,
ქართ.IV.7–ინფორმაციის მოსაპოებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად მოსწავლე იყენებს სხვადსხვა სტრადეგიას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკით, ამოიცნობს და ბიბლიოთეკაში სწორად მოიძიებს ძირითად საბავშვო სერიულ გამოცემებს (საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოთეკა, საბავშო ენციკლოპედიები და ა.შ.)
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა სირაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanasiradze@gmil.com